რეზონანსი
09.10.2023

ისრაელი აცხადებს, რომ ბოლო სამი საათის განმავლობაში ათობით თვითმფრინავმა განახორციელა შეტევა „ჰამასის" 130 სამიზნეზე, - ინფორმაციას ამის შესაცებ CNN-ი ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში საჰაერო ძალების თვითმფრინავები ახორციელებდნენ ფართო თავდასხმებს ღაზას სექტორის სიგრძეზე და სიგანეზე, და ანადგურებდა „ჰამასის" ტერორისტებს", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების IDF-ის განცხადებაში.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×