
სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგოს მკვლელობის ამბის დეტალებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას აქვეყნებს და იმ სკოლის დირექტორის შესახებ წერს, სადაც საგარეჯოში მოკლული 14 წლის აიტაჯ შახმაროვა სწავლობდა.
"სკოლის დირექტორი ჰამლეთ ისმალილოვი ამავდროულად პროპორციული სიით დმანისის საკრებულოს წევრია. 2015 წელს გამლეტმა ცოლად მოიყვანა 15 წლის აიტანს (გვარი არ ვიცი). აიტანი მისი მოსწავლე ყოფილა. მაშინ თურმე სოფლიდან შსს-ს მიმართეს გამლეტისა და სხვა ადამიანების შესახებ, ვინც არასრულწლოვანი გოგონებთან შექმნეს ოჯახი. გამოძიება დაწყებულა მაგრამ გამლეტის გარდა ყველა დაჯარიმებულა. გამლეტის ბავშვი რომ დაიბადა, შვილი გაფორმეს მის მეუღლეს სახელზე (ჯარიმის გამო) ამ წელს მისმა შვილმა პირველ კლასში დაიწყო სიარული და ოფიციალურად ახლა მამამისის გვარზე გადაიტანეს. სკოლის დირექტორმა არაერთი არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტს მალავდა თურმე და დანიშნული გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ, მაგრამ იწერებოდა ნიშანი.
რაც შეხება აიტაჯის შემთხვევას.
აიტაჯი სკოლაში მარტო 2023 წლის ივნისში სულ ორი დღე მოსულა. რომ დაინიშნეს, დედამისი მოსულა სკოლაში, დირექტორთან ყოფილა საუბარი და ამ წლების განმალობაში დირექტორი მარტო აიტაჯისთვის კი არა სხვა გოგონებისთვისაც ზრუნავდა. ის სკოლის მოსწავლებლებს სკოლიდან გათავისუფლებით არაერთხელ ემუქრებია. ისინი კი მოსწავლეებს, ვინც არ დადის სკოლაში უწერდა ნიშანს, ვითომ დადის სკოლაში.
რაც შეხება აიტაჯის მოტაცების საქმეზე. ის არ ყოფილა ბიჭის მხრიდან იძულებითად. აიტაჯის დედამ თურმე აიტაჯი წაიყვანა მარნეულში, ვითომ რაღაცა საქმე აქვთ და აიტაჯისთვის ტანსაძმელის ყიდვა უნდოდა, მარნეულში აიტაჯის ემუქრებოდა, რომ უნდა გაყვეს მის დანიშნულ ბიჭს. სრულად დაუცველი აიტაჯის სხვა გზა არ დარჩენია. ის თურმე ამიტომ რჩებოდა ორი თვე ბიჭის სახლში, რადგან დედამისი უარესად ექცეოდა მას.
ეს ამბავი ყველასთვის ცნობილი რომ გახდა, სკოლის დირექტორმა მასწავლებლები და აიტაჯის კლასელები დაიბარა თავის ოთახში, ორი საათის განმავლობაში ჰქონია მის მიერ მუქარის, შიშის ადგილი. განათლების სამინისტრო მას იცავს და დაიცავს ყველა მასწავლებელს ამ საქმეში და ეს შეხვედრაც თურმე დავალებით ახორციელებს. შესაბამისად მასწავლებლები შეთანხმებული არიან, რომ როგორ საჭიროა ისე ილაპარაკებენ, ასევე ილაპარაკეს პოლიციაშიც.
აიტაჯის მამა მისი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს მეუღლეს და სკოლის დირექტორს.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო დაიცავთ მართლა?“ - წერს ბაირამოვა.