რეზონანსი
13.10.2023

სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე პროდასავლელი, როგორ ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე. ის პირდაპირ მიჰყვება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა.

„მათ სურვილი აქვთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. სხვანაირად როგორ აიხსნება ზურაბიშვილის განცხადებები?! ის პირდაპირ აწარმოებდა ისეთივე კამპანიას, როგორსაც რადიკალური ოპოზიცია. შენ თუ ფორმალურად ასრულებ მოთხოვნებს, მაშინ რა გესაქმება ევროკავშირში და როგორ უნდა მიიღო კანდიდატის სტატუსი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×