რეზონანსი
15.10.2023

წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბული იყო, იქიდან გამომდინარე რომ პოლარიზაციის ხარისხი პოლონეთში ძალიან მაღალია. ეს შეიმჩნევა მედიაშიც, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში" განაცხადა, რომელიც კოლეგებთან ერთად პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

„იყო ურთიერთბრალდებები წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სიძულვილის ენა. ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან მმართველი პარტია და ძირითადი ოპოზიციური პარტია, მათ შორის განსხვავება ძალიან მცირეა. ჩვენ ჯერჯერობით რა თქმა უნდა არ ვიცით, რა შედეგებით დასრულდება არჩევნები", - აღნიშნა სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×