რეზონანსი
19.10.2023

ღაზას სექტორში "სწრაფი, შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა" უნდა იყოს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ საკვები, წყალი, მედიკამენტები და საწვავი გვჭირდება ახლა. მასობრივად და სტაბილურად გვჭირდება ეს, საჭირო მხოლოდ ერთი, პატარა ოპერაცია არ არის...

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ჰუმანიტარულ მუშაკებს საშუალება უნდა ჰქონდეთ ჰუმანიტარული დახმარება [ღაზას სექტორში] შეიტანონ და ასევე, მისი უსაფრთხოდ განაწილება უნდა შეეძლოთ", - განაცხადა გუტერეშმა.

ცნობისთვის, აქამდე ამერიკულმა წყაროებმა ცნობები გაავრცელეს, რომ ეგვიპტესა და ღაზას შორის არსებული რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნა ხვალ იგეგმება და ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს ღაზაში შესვლის საშუალება მიეცემათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×