რეზონანსი
19.10.2023

გოგონა, რომელიც 13 წლის ასაკში ზრდასრულ მამაკაცზე გაათხოვეს, დედა გახდა. არასრულწლოვანმა მარნეულში, "ჯეოჰოსპიტალის "კლინიკაში ნაადრევად იმშობიარა. "კურიერთან" ინტერვიუში ექიმები ამბობენ, რომ ახალშობილი გულის პრობლემებით დაიბადა, რის გამოც მისი სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. 14 წლის დედა კლინიკიდან უკვე გაწერეს. სტაბილურად მძიმეა თბილისში გადაყვანილი ჩვილის მდგომარეობა.

სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს ნაადრევ ქორწინებაში მყოფი გოგონას მასწავლებლები. დღეს პოლიციის განყოფილებაში ჩვენება მისცა სკოლის დირექტორმაც. "კურიერთან" საუბრისას ის ამბობს, რომ დედის მოთხოვნით გოგონას მოსწავლის სტატუსი გასული წლის დეკემბერში შეუჩერდა. მშობელმა სკოლიდან წასვლის მიზეზად ოჯახის საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლა დაასახელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში მოზარდი უკვე თანასოფლელი მამაკაცის სახლში ცხოვრობდა.

ბოლნისში მეზობლები ადასტურებენ, რომ გოგონა 13 წლის ასაკში მოიტაცეს და 22 წლის მამაკაცზე დანიშნეს. ნაადრევი ქორწინება პრობლემა არ ყოფილა არც საქმროსთვის და არც არასრულწლოვანის ოჯახისთვის.

არასრულწლოვანის ოჯახი ნაადრევ ქორწინებაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა ჩვენება უკვე მისცეს პოლიციას. ფაქტის შესახებ იციან, თუმცა საუბარს ერიდებიან. ქმრის ახლობლები და თანასოფლელებიც.

ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში გაირკვევა დამნაშავე პირების ვინაობა.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×