რეზონანსი
24.10.2023

შვედეთმა თურქეთის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა და სრულად არის მზად ნატოში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„შვედეთმა შეასრულა ყველა ვალდებულება, შეცვალა თავისი კონსტიტუცია და კანონები, რაც ტერორიზმთან ბრძოლის გაფართოების საშუალებას იძლევა და თურქეთში იარაღის მიწოდების ნებართვა გასცა. უახლოეს მომავალში ველოდები შვედეთის ნატოში გაწევრიანებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×