რეზონანსი
24.10.2023

ოპოზიციას არ უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან ისინი კარგად ხვდებიან, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აკეთებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენს ქმედებებს ევროინტეგრაციის გზაზე, მათი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც: „არის შეკითხვა, გვეკუთვნის თუ არა სტატუსი? საქართველოს მოსახლეობას არ ეკუთვნის, ქართველ ერს ეკუთვნის. სტატუსის მიღების დროს რა კონდენციაში ვიქნებით ჩვენ, მოსახლეობა ვიქნებით თუ ერი ვიქნებით, ეს ცოტა სხვა თემაა“.

„ამ შემთხვევაში გუბაზ სანიკიძე მარტო არ არის, თავის ნათქვამში ახმოვანებს ოპოზიციის დიდი ნაწილის აზრს. საუბარი იმაზე კი არ არის, ჩვენ ვიმსახურებთ თუ არა, ლაპარაკია იმაზე, ვის უნდა და ვის – არა. ოპოზიციას არ უნდა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. არ უნდათ, რადგან ისინი კარგად ხვდებიან, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აკეთებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენს ქმედებებს, რომ საქართველო წინ წაგვეწია ევროინტეგრაციის გზაზე. მათი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდება. ისინი დამარცხდებიან ამ ბრძოლაში და სწორედ ამიტომ არ უნდათ, რომ საქართველომ სტატუსი მოიღოს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×