რეზონანსი
24.10.2023

სამწუხაროდ, პრეზიდენტი კვლავ არღვევს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას. იმის მაგივრად, რომ ოდნავი რიდი მაინც გამოიჩინოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დემონსტრაციულად არღვევს მას და ამბობს, გავაგრძელებ დარღვევასო, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, პრეზიდენტს არ აკისრია რაიმე კონკრეტული დავალება და პასუხისმგებლობა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების არსებულ არცერთ გეგმაში.

„პრეზიდენტს და მის ყოფილ მაგინებელთა გუნდს, დღეს მის გარშემო რომ არიან შემოკრებილნი, ერთადერთი მიზანი აქვთ - თუ მაინცდამაინც მოგვცეს ეს სტატუსი, ისე დაამძიმონ ამ სტატუსის მოცემულობები, რომ საქართველოს ახალი წინაპირობები წაუყენონ. მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზანი ექნება მათ ამ ვოიაჟებს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ათონელის რეზიდენციაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე, პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ დეკანოიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვიზიტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში საჯარო პოზიცია ექნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×