საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, რა არჩევანიც უნდა გააკეთოს ზურაბიშვილმა, მისი, როგორც კონსტიტუციის დამრღვევის ტვირთის განაწილება ოპოზიციას მოუწევს. „დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვისთანაც გაერთიანდება ოპოზიციაში, ჯერ ისედაც ოპოზიციას რეიტინგი საერთოდ არ აქვს და პულსი არ ესინჯება და მერე საერთოდ, ეს ოპოზიციაც გახდება იმ ტვირთის გამზიარებელი, რასაც ჰქვია კონსტიტუციის დარღვევა. საზოგადოებას რომ შევახსენო, დღევანდელ ოპოზიციას ეს პასუხისმგებლობაც აღებული აქვს. მან გაინაწილა კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტთან ერთად, იმიტომ, რომ იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა იმიტომ, რომ არ ცნო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ოპოზიციას ეს ტვირთი სამართლებრივად განაწილებული აქვს და საერთოდ, თუ ზურაბიშვილი მიეწებება ამ ოპოზიციას, ალბათ ნულოვანი ექნება რეიტინგი იმ პარტიის, რომელშიც ის შევა," - განაცხადა მაჭარაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები მიმართულია მისი ამომრჩევლების, სახელმწიფოსა და ქვეყნის წინააღმდეგ. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ ცნობილია ოფიციალურად, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი, არამედ ცნობილია როგორც ადამიანი, რომელმაც უღალატა თავისივე მილიონ ამომრჩეველს, თავის სახელმწიფოს და აშავებს თავის ქვეყანას საჯაროდ. კი არაფერს ვაბრალებ, ამბობს, რომ დემოკრატია არ არის, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, შეურაცხყოფას აყენებს პარლამენტის წევრებს, არ პასუხობს დეპუტატებს და ასეთი ბექგრაუნდის მქონე კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, რომელ პარტიაშიც მივა, აღარ ექნება ის ერთი პროცენტიც რეიტინგის, რაც ამ პარტიას შეიძლება ჰქონდეს", - მიიჩნევს მაჭარაშვილი.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|