რეზონანსი
01.11.2023

ღაზის სექტორში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინური მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში საცხოვრებელი ზონა უკვე მეორედ დაბომბა.

ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები ხალხმრავალ ადგილას განხორციელდა, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა დიდი იქნება.

ღაზის სექტორში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი 31 ოქტომბერსაც დაიბომბა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ არაბულ ანკლავში 8 796 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 648 ბავშვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×