რეზონანსი
01.11.2023

"თუ ომი და ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები დაუყოვნებლივ არ შეჩერდება, მათთვის, ვინც ამ ომს აწარმოებს, მძიმე შედეგები იქნება", - ამის შესახებ თურქეთში ვიზიტად მყოფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი საუბრობს.

„სიონისტური რეჟიმი ყველა სახის აკრძალულ იარაღს იყენებს. თუ ღაზის შესახებ ინფორმაციას თვალს ადევნებთ, მსხვერპლი აჩვენებს აკრძალული იარაღის გამოყენების ტიპსა და მასშტაბს. თუ ეს ომი დაუყოვნებლივ არ შეჩერდება და ამერიკისა და ისრაელის მიერ არ შეჩერდება ერთობლივი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის, ღაზის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, მაშინ შედეგები მძიმე იქნება მათთვის, ვინც ამ ომს აწარმოებს... თუ დაუყოვნებლივ არ შეჩერდება გენოციდი და ომის დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ რეგიონში იმ წერტილთან, სადაც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებულო" - თქვა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×