რეზონანსი
01.11.2023

ნიკა მელიას გახარიას გუნდი პასუხობს და ამბობს, რომ "საქართველოსთვის" ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც მზარდი მხარდაჭერა აქვს, ამიტომაც სხვა პარტიებს მოუწოდებს  ცოტა მეტი თანმიმდევრულობა ისწავლონ.

ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჩვენი ხედვა, ტაქტიკა და მიზანმიმართული სტრატეგია გვაქვს. საბოლოო ჯამში, ყველა კვლევა იმას ადასტურებს, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია ვართ, რომელსაც მზარდი მხარდაჭერა აქვს და ალბათ, ჯობია, რომ სხვებმა ისწავლონ ცოტა მეტი თანმიმდევრულობა". - ამბობს ანა ბუჩუკური.

ნიკა მელია ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. ნაცმოძრაობის ექს-თავმჯდომარე "პირველებთან " ინტერვიუში ამბობს, რომ ერთადერთი ფუნქცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანში ოპოზიციას აქვს, ეს "ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მიცემა და მათი ე.წ. გალამაზებაა.

"მხოლოდ მივლინებების, მანქანების და საწვავის გამო პარლამენტში არ უნდა დარჩეთ" - მელიას ამ განცხადების ადრესატი ნაცმოძრაობა და ყველა ოპოზიციაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×