რეზონანსი
01.11.2023

ბატონმა ირაკლიმ [ბერაია] ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი სინანული გამოთქვა და ვფიქრობ, დასაფასებელია, როდესაც ამაზე გვაქვს საუბარი, ვინაიდან არსებულ მოწვევის პარლამენტს აქვს გარკვეული გამოწვევა - ხშირად არის შეხლა-შემოხლა, მათ შორის ვერბალური, განსაკუთრებით, აქ გამოირჩევა ოპოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ სიძულვილის ენის გამოყენება და დეპუტატებს შორის დაპირისპირებაა.

„დღესაც, მიკროფონების მიღმა, ისეთი ტერმინოლოგია ისმოდა ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის ქალი ოპოზიციონერების მხრიდან, რომელსაც მერე თვითონ აპროტესტებენ. ამიტომ, ეს არის გარკვეული გამოწვევა ჩვენს პარლამენტში და თუ გვინდა ეს გამოწვევა არ იყოს, 2 რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი - ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის ქცევას და სიტყვებს; მეორე - არ განვასხვაოთ ჩვენიანი და სხვისიანი, თანაბარი საზომით მივუდგეთ ამ ყველაფერს. მნიშვნელოვანია, როდესაც სხვის თვალში ვხედავთ ბეწვს, საკუთარში დავინახოთ დირე.

რაც შეეხება [ირაკლი ბერაიას] თანამდებობიდან გადადგომას, აქ კი ნამდვილად ფარისევლები იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ვფიქრობ, ისინი სინამდვილეში პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ეთიკური სტანდარტი დაირღვა და ა.შ, არამედ მათ ადარდებთ ვიღაცების თანამდებობები და ასე შემდეგ.

კულტურის ნაწილი არის ის, რომ ინციდენტი შეიძლება მოხდეს და ის, რომ ადამიანმა ამაზე სინანული უნდა გამოხატოს და ბოდიშიც შეიძლება მოიხადოს. ამაზე არის საუბარი და მე სწორედ ამაზე მივუთითე ოპოზიციას და ასეთი ინციდენტები როდესაც ხდება ოპოზიციის მხარეს, მათ არანაირი სინანული არ აქვთ. არათუ სინანული, გუშინდელი შემთხვევის შემდეგ, დღეს, ამ პროტესტის ფონზე, თავად შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვა დეპუტატებს ისეთი სიტყვებით, რომელიც ეთერშიც არ გამეორდება. თითის გაშვერა ადვილია და თუ თითის გაშვერაზე წავალთ, უმრავლესობას უფრო მეტი აქვს თითი გასაშვერი ოპოზიციის მხარეს ასეთ დროს, ვიდრე მათ. არანაირი სინანული ოპოზიციაში არ არის, ვერც კი აცნობიერებენ, რა შეურაცხყოფას აყენებენ სხვას. რა სურათს დგამენ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×