რეზონანსი
02.11.2023

გუშინ "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი არასრულწლოვანია. ისინი ამ დრომდე არ არიან დაკავებულები.

მსჯავრდებულები კლინიკაში გამოკვლევებზე ერთჯერადი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ადგილზე იყო საბადრაგო სამსახურიც, თუმცა პატიმრებმა შენობის ერთადერთი გასასვლელიდან გაქცევა შეძლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გაქცევის შემდეგ 18 წელს მიუღწეველი ერთი პატიმარი საკუთარ სახლში წავიდა, სადაც ის სამართალდამცველებმა ამ დილით დააკავეს.

როგორც "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი, გაქცეული პატიმრების საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთი თანამშრომელია დაკავებული. ის იმ საბადრაგო ჯგუფის უფროსი იყო, რომელსაც პატიმრების ავერსის კლინიკაში სამედიცინო კვლევებზე გადაყვანა ევალებოდა. 

დაკავებულია ივერი ნატრიაშვილი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში პოლიციაში ჯერ გამოკითხვაზე იმყოფებოდა, გამთენიისას კი დააკავეს. 37 წლის ნატრიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. მას ედავებიან სასჯელაღსრულების მოხელის მიერ დადგენილი წესის დარღვევას, რასაც გაქცევა მოჰყვა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×