რეზონანსი
02.11.2023

ეს ხალხი ფინანსდება უცხოეთიდან და ასრულებენ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა არასამთავრობო სექტორის მხრიდან კანდიდატის სტატუსის ქვეყნისთვის მინიჭების თხოვნით ევროკომისიისთვის მიმართვის კომენტირებისას აღნიშნა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ მათი მიმართვების ხალხს არ სჯერა.

"სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს ებრძვის. შარშან არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა ლიდერებმა ხელში აიღეს რევოლუციური პროცესი, პარლამენტის წინ პირდაპირ მოითხოვეს ხელისუფლების გადადგომა და საზოგადოებას თავიანთი თავი შესთავაზეს მმართველობაში. პრაქტიკულად, ეს ხალხი, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, ასრულებენ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს. ახლა გადაწყვეტილ საქმეზე რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, რა არ უნდა მიმართონ, ქართველი ხალხი აღარ დაიჯერებს. შარშან წალეკვით ემუქრებოდნენ ხელისუფლებას, გადაუსწრეს ოპოზიციონერებს და გამოჩნდა, რომ ფინანსდებოდნენ რევოლუციური სემინარებისთვის და გამოაშკარავებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნები,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებით არც ოპოზიციაა დაინტერესებული.

"რაც უფრო რეალური ხდება კანდიდატის სტატუსის მიღება, მით უფრო ახლოვდება ოპოზიციის პოლიტიკური პანაშვიდები. ეს არის რეალური და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როცა ოპოზიციას არაფერი აღარ აქვს დღის წესრიგში გარდა იმისა, რომ რადიკალური პროცესები მოიგონოს და ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილს აქვე ჰკითხეს თეონა აქუბარდიას მისამართით "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე, რაზეც მაჭარაშვილის პოზიციაა, რომ ბოდიში თავად აქუბარდიას აქვს მოსახდელი.

„ჩემი ოჯახის წევრები არ ისმენენ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფას? აქუბარდიას სინანული გინახავთ ამასთან დაკავშირებით? თქვენთვის რომ ეკადრებინა, რომ "უღირსი" ხარ, "მოკლე ადამიანი," რას იზამდით?"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×