რეზონანსი
08.11.2023

რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია „არტპოდგოტოვკას“ აქტივისტი, რაფაილ შეპელევი საქართველოში გაუჩინარდა. ამის შესახებ განცხადებას რუსული იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოების, "პირველი განყოფილება" ავრცელებს. 

შეპელევის უფლებადამცველების არ გამორიცხავენ, რომ  ამ დროისთვის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.

რაფაილ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე, სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. ჯერ კიდევ ბინაშა მისი პირადი ნივთები. რაფაილის თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავდა", - ნათქვამია საზოგადოების ანგარიშში.

"პირველი განყოფილების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  13 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ "წვრილმან ხულიგნობაში" ცნო. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

რუსული მედიასაშუალების, Sota-ს ინფორმაციით, აქტივისტი რეგულარულად მონაწილეობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში.

საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×