რეზონანსი
08.11.2023

"დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა! ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის, მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაინს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ მოგახსენებთ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშო გავწიეთ, მე მინდა ჩვენ ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს, ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე."- თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×