რეზონანსი
08.11.2023

ქართველი ხალხის დაკვეთაა ყველაფერი, რაც ხდება - ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს და ქართველი ხალხის ერთ-ერთი საეტაპო წარმატებაა ევროინტეგრაციის გზაზე დღევანდელი ევროკომისიის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართლი ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ის, რომ ევროკომისიას პოზიტიური დასკვნა და რეკომენდაცია გაეცა საქართველოსთვის, ეს შეუკვეთა ქართველმა ხალხმა საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობა ამ დავალებას ასრულებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×