რეზონანსი
08.11.2023

დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მინდა, ეს ისტორიულ დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანას, რადგან გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო ევროკომისიამ, რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არის უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, დღევანდელი დღით ევროპისკენ სვლა არ სრულდება.

„ამით პროცესი არ დასრულებულა. ჩვენ ველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ლიდერების დონეზე, როდესაც მოხდება საბოლოო გაფორმება კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს არის ისტორიული მოვლენა, ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შეაფასეს სათანადოდ ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა, ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლება და ეს არის უზარმაზარი შედეგი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო აუცილებლად გააგრძელებს ევროინტეგრაციისკენ წინსვლას.

„ჩვენი საბოლო მიზანი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობაა და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×