რეზონანსი
09.11.2023

თავიანთივე განცხადებებით აჩვენებენ, რომ ევროკავშირი კი არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხელისუფლება, მეტი არაფერი, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„აქამდე ეგონათ, რომ თუ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მარცხს განიცდიდა, ეს მათი ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობა იქნებოდა. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ბუნებრივია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს არჩევნების ჩატარების მაღალი სტანდარტი. საქართველომ ბევრჯერ აჩვენა, რომ ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს - დღეს ჩვენ გვაქვს საუკეთესო, ევროპული სტანდარტების საარჩევნო კანონმდებლობა და სისტემა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია წინასწარ ემზადება მარცხისთვის და კვლავ სპეკულაციისთვის", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×