რეზონანსი
09.11.2023

პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება არის აუცილებელი საფუძველი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისად კარგი პოლიტიკური დიალოგი, გაღრმავება საჭიროა, როდესაც გვაქვს ამბიცია დიალოგიც უნდა იყოს უფრო ინტენსიური, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ახალი ეტაპი, რომელსაც საქართველო იწყებს და ფაქტობრივად ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიდის.

„თუ რა უნდა აკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნა და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მსგავსი ქვეყანა - რა თქმა უნდა ამ პროცესში იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც მოითხოვს ინტენსიურ მუშაობას ევროკომისიასთან, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. ამისთვის გვაქვს ინსტიტუტები ევროკავშირთან, ამისთვის არსებობს თანამშრომლობის კომიტეტები, ქვეკომიტეტები სხვადასხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენ ეს ფორმატები გვაქვს და თუკი საჭირო გახდება სხვა დამატებითი ფორმატის შექმნა, ამისთვის ჩვენ მზად ვართ. პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება არის აუცილებელი საფუძველი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისად კარგი პოლიტიკური დიალოგი გაღრმავება საჭიროა. როდესაც ჩვენ გვაქვს ამბიცია დიალოგიც უნდა იყოს უფრო ინტენსიური", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×