რეზონანსი
09.11.2023

ძალიან გულთბილი შეხვედრა შედგა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. საქართველოს პრემიერი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გოჩა ჯავახიშვილის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი, რომელმაც საქართველო საბოლოო წევრობამდე უნდა მიიყვანოს.

„უშუალო, გულწრფელი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო ლიდერების შეხვედრის ფორმატი იყო პირისპირ შეხვედრა. რასაკვირველია, პრემიერმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გაცემული რეკომენაცია. ასევე, ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი მომავალში, იმ რეფორმების წარმატებაზე, რომლებმაც საქართველო საბოლოო წევრობამდე უნდა მიიყვანოს და ისაუბრეს ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე და იმ რეგიონალურ გამოწვევებზე, რომელიც ამჟამად ჩვენს რეგიონშია და იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც შეუძლია საქართველოს ითამაშოს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად", - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×