რეზონანსი
09.11.2023

ყველა რეიტინგში საქართველოს ჰქონდა წინსვლა, რაც არის პირდაპირი მესიჯი ინვესტორებისთვის, რომ მათ შეუძლიათ სტაბილურ გარემოში განახორციელონ რეინვესტირება, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი „ქრონიკასთან" აცხადებს.

„ეს არის პირდაპირი მესიჯი ერთი მხრივ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ქვეყანაში უკვე საქმიანობენ და მათ უკვე შეუძლიათ., რომ სტაბილურ გარემოში განახორციელონ რეინვესტირება და მეორე მხრივ უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ქვეყანას აკვირდებიან. მათ კიდევ უფრო მეტი არგუმენტი აქვთ იმისთვის, რატომ უნდა შეარჩიონ საქართველო შემდგომი საქმიანობისთვის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ - Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023" გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო - სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე". საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის" სტატუსი აქვს.

კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.

GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე, ხოლო 2 ფინანსურ დანაშაულზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×