რეზონანსი
09.11.2023

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განცხადებით, კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული პოლიტიკით ქვეყანა წინ მიდის

„საქართველო წლიდან წლამდე აჩვენებს რეფორმებ. საქართველოში კორუფცია აღმოფხვრილია და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული პოლიტიკით ქვეყანა წინ მიდის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ „ქრონიკასთან".

მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ - Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023" გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო - სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე". საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის" სტატუსი აქვს.

კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.

GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე, ხოლო 2 ფინანსურ დანაშაულზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×