რეზონანსი
10.11.2023

ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ასე ტანჯავ ამ საწყალ ძაღლს, აიღე და ერთხელ დაარტყი, ერთხელ გეტკინება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები მთელს ოპოზიციას აზიანებს.

„დუღილი მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში," როგორ შეიქმნას ახალი კოლექტიური მმართველობა, რომელიც ამ პარტიაში მეტ-ნაკლებ მშვიდობას შექმნის, არაფერი აქედან არ გამოვა. რა ხდება იცით? - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ჯერ ერთხელ მოაჭრი, მერე მეორედ, მესამედ და ასე ტანჯავ ამ საწყალ ძაღლს, აიღე და ერთხელ დაარტყი, ერთხელ გეტკინება. „ნაციონალურ მოძრაობაში" მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება, ნაცვლად იმისა, რომ ერთი ხელის მოსმით გადაიჭრას პრობლემა, ხდება კუდის ეტაპობრივი მოჭრა მცირე ზომებით დიდი სიყვარულის გამო, ეს უნდა მორჩეს, ყველას გვაზიანებს,"- განაცხადა გოცირიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×