რეზონანსი
10.11.2023

ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, თა­მაზ გინ­ტუ­რის მკვლე­ლო­ბი­სას, უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გუ­შინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

დო­თი­აშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა, რად­გან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, „ცუ­დად არის".

„ცუ­დად ვარ, მერე და­გე­ლა­პა­რა­კე­ბით" - თქვა დო­თი­აშ­ვილ­მა.

მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მე­უღ­ლი­სა და მა­მის გან­ცხა­დე­ბით, დო­თი­აშ­ვი­ლი თავს იმ­დე­ნად ცუ­დად გრძნობს, რომ ლა­პა­რა­კიც კი უჭირს.

„თავს ცუ­დად გრძნობს, ლა­პა­რა­კის ძალა არ აქვს. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. იმე­დია, მო­იკ­რებს ძა­ლებს და მერე თა­ვად მო­გახ­სე­ნებთ. - გა­ნა­ცხა­და მე­უღ­ლემ.

„ჯერ არ მი­სა­უბ­რია. მო­ვი­და თუ არა, სამ­ძი­მარ­ზე წა­ვი­და. მის თვალ­წინ მოკ­ლეს კაცი, უყუ­რებ­და რო­გორ მოკ­ლეს. ვერ ვი­ცა­ნი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია." - აღ­ნიშ­ნა მა­მამ.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა 6 ნო­ემ­ბერს გა­ი­ტა­ცეს. მას­თან ერ­თად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე თა­მაზ გინ­ტუ­რი კი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მაზ გინ­ტუ­რი და ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი ლო­მი­სის ეკ­ლე­სი­ა­ში, სან­თლე­ბის და­სან­თე­ბად მი­დი­ოდ­ნენ, როცა რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ცე­ცხლი გახ­სნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად თა­მაზ გინ­ტუ­რი მოკ­ლეს, ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი კი გა­ი­ტა­ცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×