რეზონანსი
10.11.2023

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ადასტურებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილებისთანავე, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან" გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

„გიდასტურებთ დასკვნებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მოხარული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×