რეზონანსი
10.11.2023

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფრანგ კო­ლე­გას ემა­ნუ­ელ მაკ­რონს შეხ­ვდა. ფო­ტო­ებს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი „ფე­ის­ბუქ" გვერ­დი ავ­რცე­ლებს. პრე­ზი­დენ­ტი სავფრან­გეთ­ში მშვი­დო­ბის ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 8 ნო­ემ­ბერს ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს­თან გა­მარ­თულ შეკ­რე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტუ­რის ლო­ბი­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებ­და და პა­რიზ­ში, მშვი­დო­ბის ფო­რუმ­ზე და­სას­წრე­ბად მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე ფო­რუმ­ზე გამ­გზავ­რე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც გეგ­მავ­და.

ამის შემ­დეგ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ პრე­ზი­დენტს საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში, მშვი­დო­ბის ფო­რუმ­ზე და­სას­წრე­ბად, მთავ­რო­ბის­თვის თან­ხმო­ბა არ მო­უ­თხო­ვია.

სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ზი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის ეს პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტია.

ცნო­ბის­თვის, სავფრან­გეთ­ში, მშვი­დო­ბის ფო­რუმ­ზე და­სას­წრე­ბად იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მაკ­რონს გუ­შინ შეხ­ვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×