ისრაელი უარყოფს ბრალდებებს ღაზის უმსხვილეს ჰოსპიტალზე, ალ-შიფაზე თავდასხმის შესახებ, მაგრამ აღიარებს, რომ, მიმდებარე ტერიტორიაზე, "შეტაკებები" იყო "ჰამასის" მებრძოლებთან, - ამის შესახებ BBC წერს.
საავადმყოფოს ქირურგმა ჟურნალისტს უთხრა, რომ სამედიცინო დაწესებულებას უკვე ამოეწურა წყლის, საკვებსა და ელექტროენერგიის მარაგი. მისივე თქმით, დაზიანებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილება.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალს ბავშვების ევაკუაციაში დაეხმარებიან.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ლიბანური რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა" გააფრთხილა, არ დაუშვას საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია საზღვრებს მიღმა. "რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია იგივე ლიბანშიც გავაკეთოთ", - განაცხადა გალანტმა.