რეზონანსი
12.11.2023

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე მიწისძვრამ გააჩინა საფრთხე, რომ, შესაძლოა, ვულკანი ამოიფრქვეს. ისლანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობას უბრძანა, დატოვონ ქალაქი.

ისლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ არსებობს ამოფრქვევის მნიშვნელოვანი რისკი რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ან მის მახლობლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოფრქვევა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს უახლოეს დღეებში.

ბოლო კვირების განმავლობაში ვულკანის მახლობლად ათასობით ბიძგი აღნუსხეს. ვულკანი 2021 წლის ამოფრქვევამდე 800 წლის განმავლობაში იყო მიძინებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×