რეზონანსი
12.11.2023

მაღალია ოკუპანტების მიერ 2008 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, უკანონოდ დაკავებულთა რიცხვი. 2008 წლიდან დღემდე, ოკუპანტებმა, ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს, უკანონოდ, 1955 ადამიანი დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის მხარეს კი - 1514.

წლების მიხედვით, უკანონოდ დაკავებულთა რიცხვს რომ დავაკვირდეთ, ვნახავთ:

ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს 2008 წელს 13 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2009 წელს 91. 2010-ში - 114. ყველაზე მეტი ადამიანი 2013- 2015 წლებში დააკავეს.

შემდეგ წლებში, უკანონოდ დაკავებულთა რიცხვი იკლებს - 2021 წელს 11. 2022 წელს - 13. 2023-ში კი ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის - ლევან დოთიაშვილი, რომელიც 6 ნოემბერს, თამაზ გინტურთან ერთად იმყოფებოდა. დოთიაშვილი გატაცებიდან სამი დღის შემდეგ გადმოსცეს ქართულ მხარეს.

რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის მხარეს - 2008 წელს 9 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2009 წელს 79. 2010 წელს 77 ადამიანი.

ყველაზე მეტი ადამიანი 2013-2017 წლებში დააკავეს უკანონოდ.

რაც შეეხება ბოლო წლებს, 2022-ში - 44. 2023-ში კი 31 ადამიანი დააკავეს რუსებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის მხარეს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×