რეზონანსი
12.11.2023

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „მანის მარკის“ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა განხორციელდა.

18-მეტრიანი ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი და უფრო მეტი ადამიანის გადაყვანას შეძლებს. აღნიშნულით პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შედარებით განიტვირთება და მგზავრებიც დანიშნულების ადგილზე სწრაფად შეძლებენ მისვლას.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2017 წელს, როდესაც ის მერად აირჩიეს, მისი საარჩევნო დაპირება იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მერი მიიჩნევს, რომ მაშინ ქალაქში არსებული „ბოგდანის ტიპის“ ავტობუსებით მგზავრობა თბილისელებისთვის შეურაცხმყოფელი იყო. აღნიშნულის გამო, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ავტობუსების პარკი მერიამ მთლიანად განაახლა.

კალაძის განცხადებით, 50 ერთეული, ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი თბილისში დეკემბერში უკვე იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×