რეზონანსი
12.11.2023

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოცნება არ უნდა შევწყვიტოთ. სწორედ ქართული ოცნებაა ის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვიყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვიყავით დარბაზში, სადაც 9 აპრილის ფოტოკოლაჟიც არის. მაშინ ალბათ რამდენად რთული იყო ოცნება დამოუკიდებელ ქვეყანაზე, თუმცა გავიდა დრო და ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს. შემდეგ რამდენად რთული იყო ოცნება ევროკავშირთან რაღაცნაირ სიახლოვეზე. გავიდა დრო და ჩვენ უკვე თითქმის კანდიდატის სტატუსი გვაქვს. ყველა ხელისუფლება სწორედ ამ ოცნებების ახდენას უნდა ემსახურებოდეს. ოცნებების ასრულების შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებების გახსნაა. როგორც აქამდე ვადამდე და გადაჭარბებით აასრულა ევროპასთან დაახლოების ოცნება „ქართულმა ოცნებამ“, ასე გააგრძელებს ჩვენი ხელისუფლება და იმ საბოლოო მიზნამდე მივალთ, რომელიც დასახული აქვს ჩვენს ხალხს, როგორც მიზანი ევროპულ ოჯახში დაბრუნების“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×