რეზონანსი
12.11.2023

"ნოემბრის თითქმის ნახევარში ვართ და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა შესაძლოა გაზარდოს თვითმფრინავებით ან რაკეტებით დარტყმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე.

რუსეთი ზამთრისთვის ემზადება. ჩვენ უკრაინაში ორიენტირებული უნდა ვიყოთ თავდაცვაზე, ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე, ყველაფერზე, რისი გაკეთებაც უკრაინას შეუძლია, რათა გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადატანა და ჩვენი ჯარისკაცების შესაძლებლობების გაზრდა.

ჩვენ შეგვიძლია ურთულესი გამოცდების ჩაბარება. მაგრამ ერთად, ერთიანობით, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და როდესაც მილიონობით ადამიანი ეხმარება თავის დამცველებს და საკუთარ ქვეყანას. უნდა ვიყოთ ერთიანი“.- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ვიდეომიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×