რეზონანსი
13.11.2023

როდესაც ასეთი მანიპულაციები ხდება, ასეთ კვლევას არცერთი სერიოზული დამკვირვებელი და ანალიტიკოსი სანდოდ არ მიიჩნევს, - ასე გამოეხმაურა imedinews-თან საუბარში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იმ ფაქტს, რომ Edison Research-ის კვლევაში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, ჩასწორების შემდეგ 101% გახდა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, ვინ არის კვლევის დამკვეთი, ამ შემთხვევაში - დაინტერესებული მხარე, მკვეთრად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულა“ და ვიცით, თუ ვინ არის მისი სპონსორი, ეს კიდევ უფრო ამცირებს კვლევისადმი ნდობას. ერთი რამ მინდა კიდევ აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც კი Edison Research-მა ვერ გაბედა ფაქტების ბოლომდე დამახინჯება და გამოჩნდა, რომ მაინც „ქართული ოცნება“ ლიდერობს გამოკითხვებში და ახლა რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და რომც ვენდოთ Edison Research-ის ამ გამოკითხვის შედეგებს, „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით ისევ უმრავლესობას აიღებდა“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

ტვ „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნებულ Edison Research-ის კვლევაში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, ხოლო ჩასწორების შემდეგ 101% გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×