რეზონანსი
13.11.2023

საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საპარლამენტო სახელმწიფოში, მოქალაქეები და არჩევნები წყვეტს, ვინ არის ხელისუფლებაში. სწორედ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, ვინ გააგრძელებს ქვეყნის მართვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, არჩევნების ბედს გადაწყვეტს საქართველოს ამომრჩეველი და არა პოლიტიკაში მყოფი რომელიმე სუბიექტი.

ირაკლი ჩიქოვანს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტი კოალიციურ მთავრობასა და ერთპარტიულ სისტემაზე საუბრობს.

„ჩვენ გვაქვს ღრმა რწმენა, რომ იმ შედეგებითა და წარმატებებით, რომლებიც აქამდე გვიჩვენებია და მიგვიღწევია, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც გვანდობს ჩვენი ქვეყნის მმართველობას. რა პროპორციით და როგორ, ამას სალომე ზურაბიშვილს, არც მე და არც სხვა ინდივიდუალურ ადამიანს არავინ ეკითხება. ეს არის საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილება. ჩვენი საზოგადოება არის ბრძენი და არაერთი უდიდესი გამოწვევების დროს უმოქმედია დიდი სიფრთხილით, დიდი გამოცდილებით და მიუღია სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×