რეზონანსი
13.11.2023

სალომე ზურაბიშვილი როდესაც იქნა მხილებული კონსტიტუციის დარღვევაში, თქვა, რომ ეს არაფრად მიაჩნია, მისთვის ქართული კონსტიტუცია მაკულატურაა, გათელა ფეხით, გასაკვირი არ არის, რომ მისი საქციელი და ქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რამდენად დამაზიანებელია სალომე ზურაბიშვილის საჯარო ქმედებები, იქნება ეს მედიასთან, თუ სხვა შეხვედრების დროს.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ სატელევიზიო არხ LCI-სთან მიცემულ ინტერვიუზე.

„გვახსოვს, როცა ის იმყოფებოდა ლატვიაში, მთავარი შედეგი, რაც მან გამოიტანა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, იყო მოწოდება, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში. ახლა ვნახეთ, რომ მთავარი შედეგი, რაც გამოიტანა ინტერვიუთი, შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, რადგან ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას და აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესებს. ქალბატონი სალომე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ეს გასაკვირი არ არის, მან უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, მან გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×