რეზონანსი
13.11.2023

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რასაც ქართველი ხალხი ამბობს, მაგრამ, ასევე, საინტერესოა საქართველოს მთავრობის მოსმენა, მთავრობა სურს ევროკავშირის მიმართულებით სვლა. ვფიქრობ, კარგი წინადადებაა, რომელსაც მტკიცედ ვუჭერ მხარს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ვფიქრობ, ახლა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული", - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×