რეზონანსი
13.11.2023

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავი გადაბრუნდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ი, თურქეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით, ავრცელებს.

თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მიგრანტებით დატვირთული ნავი, თურქეთის იზმირის პროვინციის სანაპიროსთან ახლოს ქარიშხლიან ამინდში გადაბრუნდა.

თურქმა მაშველებმა ექვსი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ორი მიგრანტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, ამ დრომდე, გრძელდება.

თურქეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე მოხვედრას ცდილობდნენ. ინფორმაცია არალეგალი მიგრანტების ეროვნების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×