რეზონანსი
13.11.2023

85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ახ­ლობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

ის გახ­ლდათ "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო საბ­ჭოს" წევ­რი 1992 წლის 6 იან­ვა­რი­დან, ამა­ვე წლის 10 მარ­ტამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი,1992-1993 წლებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი. ჰქონ­და გე­ნერ­ლის წო­დე­ბა.

1990-1991 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი, ხელი აქვს მო­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტზე (1991 წლის 9 აპ­რი­ლი). 1991 წლის 2 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­ჯდო­მა­რის დად­გე­ნი­ლე­ბით ვა­დამ­დე შე­უ­წყდა დე­პუ­ტა­ტო­ბის მან­და­ტი. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სარ­და­ლი. არ და­ე­მორ­ჩი­ლა გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გვარ­დი­ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ და გა­მო­ა­ცხა­და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა. 24 აგ­ვის­ტოს გვარ­დი­ის 15 000-იან შე­ნარ­თთან ერ­თად და­ბა­ნაკ­და რკო­ნის ხე­ო­ბა­ში. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ქვე­ყა­ნა­ში და­წყე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ომსა და გამ­სა­ხურ­დი­ას ჩა­მოგ­დე­ბა­ში. სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ იყო სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო საბ­ჭოს წევ­რი.

1992-1993 წლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და აფხა­ზე­თის ომში. კი­ტო­ვა­ნი შე­ვი­და აფხა­ზეთ­ში ქარ­თუ­ლი ჯა­რით 1992 წლის აგ­ვის­ტო­ში. არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, ჰქონ­და თუ არა კი­ტო­ვანს მი­ღე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბა სო­ხუმ­ში შეს­ვლის შე­სა­ხებ, თუ მოქ­მე­დებ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად, თბი­ლის­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად. 1992-1995 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (ბოლ­ნი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი). 1996 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი და­ა­კა­ვეს უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით და 8-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. 1999 წლის 22 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ შე­ი­წყა­ლა კი­ტო­ვა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო და პა­ტიმ­რო­ბი­დან და­იხ­სნა. 2000-იან წლებ­ში კი­ტო­ვა­ნი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და 2012 წელს, მთავ­რო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სწო­რედ თბი­ლის­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×