
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ერთი მხრივ ოპოზიცია ომახიანი ტონით აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე უმრავლესობას სთხოვენ ბარიერი დაუწიონ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა.
როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ეს მეტყველებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები.
„ერთი მხრივ გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე ჩვენ გვთხოვენ ბარიერი დავუწიოთ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა. ეს მეტყველებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.