რეზონანსი
13.11.2023

"ხალხის ძალამ" იკისრა ეთქვა სიმართლე, რაც იმ პერიოდისთვის უჩვეულო იყო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამ ინსტრუმენტს საზოგადოებას არ მოვაკლებთ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნებსა და ამოცანებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე "ხალხის ძალა" მომავალშიც ხმამაღლა ისაუბრებს.

„ეს გზა არ იქნება მარტივი. ამ გზაზე იქნება სირთულეები და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მცდელობები, რაც შესაძლოა, სადღაც დიდ სცენარში ქვეყნების საერთო ინტერესებს ემთხვევა, მაგრამ ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ საზიანო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სიფხიზლე აუცილებელია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ ზღაპრულ მოლოდინებს. კარგია ის, რაც მივიღეთ, გარკვეული გზა გავლილი გვაქვს, მაგრამ უმთავრესი ისევ გასავლელია.

ამიტომ „ხალხის ძალამ" ეს როლი იკისრა და სიმართლემ, რაც იმ პერიოდისთვის უჩვეულო იყო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ შევძელით გვეთქვა, თავისი პოზიტიური როლი შეასრულა. ამ ინსტრუმენტს საზოგადოებას არ მოვაკლებთ და ამ როლიდან ჩვენ არ გავალთ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ხალხის ძალა" არ გამორიცხავს პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურებას და ამ პროცესში რეგიონების უფრო მეტად ჩართვას აპირებს.

„შესაძლოა ჩვენი პოლიტიკური აქტივობა ქვეყნის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს.

ჩვენ, „ხალხის ძალის" დეპუტაციას გვქონდა ორი დღის წინ საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა რეგიონებში მხარდამჭერებთან, ერთმანეთს ვუთხარით სათქმელი და დავგეგმეთ ერთად საკეთებელი საქმე სწორედ იმ კონტექსტში, რა კონტექსტითაც ახლა ვსაუბრობ. მინდა გითხრათ, რომ მათი მუხტი გაზრდილია, მათი შინაგანი რწმენა უფრო ჩამოყალიბებულია და ისინი ითხოვენ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში და ეს ძალიან კარგია. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეგიონებშიც მოვაწყობთ შეხვედრებს და უფრო მეტს გავესაუბრებით საზოგადოებას, მათ, ვისაც არ ჰქონია აქამდე ამის შესაძლებლობა და ასეთი აქტივობები იქნება მრავალი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა" ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×