რეზონანსი
14.11.2023

„ქართული ოცნება" კარგ ჟესტს გააკეთებს თუ ოპოზიციასთან ერთად მხარს დაუჭერს მეორე და მესამე მოსმენით საარჩევნო ბარიერის ცვლილებებს, - ამის შესახებ, პარტია „გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

„მგონია „ქართული ოცნება" კარგ ჟესტს გააკეთებს თუ ოპოზიციასთან ერთად, მხარს დაუჭერს მეორე და მესამე მოსმენით ამ [საარჩევნო ბარიერის] ცვლილებებს. ამით ევროპელებს დავანახებთ, რომ პოლარიზაცია ცოტა შემცირდა, ერთად შეგვიძლია მუშაობა და მართლა უკეთესი საარჩევნო გარემოსკენ გადავდგამთ ნაბიჯს", - აღნიშნა საბომ.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×