რეზონანსი
14.11.2023

„ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რაზეც კვლევებიც მეტყველებს - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ხალხის დამოკიდებულება, როდესაც ქუჩაში დავდივართ, ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ. მარტო თბილისში ხომ არ დავდივართ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს შეხვედრები. უამრავ ადამიანს ვხვდებით და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „ქართულ ოცნებას" ასეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ არსებულ საფრთხეებს ძალიან კარგად ხედავს. კარგად ხედავს იმ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანია, ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება" და კვლევებიც ამაზე მეტყველებს", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×