რეზონანსი
14.11.2023

ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მოწყვლადია და უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები მათ დასაცავად, - ამის შესახებ ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, თავდაცვის საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა განიხილონ ევროკავშირის სამხედრო შესაძლებლობების განვითარების გეგმის ანალიზი, ის, რაც ჩვენი არმიების პრიორიტეტს წარმოადგენს, „რა გვჭირდება, რა არ გვაქვს, სად არის ხარვეზები და სად უნდა განვახორციელოთ მეტი ინვესტიცია".

„თქვენ იცით ინციდენტების შესახებ ან როგორც გნებავთ ისე უწოდეთ. ჩრდილოეთის ზღვაში ხომალდების მიერ დაზიანებულია კაბელები, შემთხვევითობაა თუ არა, ზიანი ადგება გაზსადენებს, ბოჭკოვან კაბელებს. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მოწყვლადია და უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები მათ დასაცავად", - აღნიშნა ბორელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×