რეზონანსი
14.11.2023

"ოცნების" მორიგი იერიში პრეზიდენტზე  - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და სწორედ ამას ვერ პატიობენ ქვეყნის მთავარსარდალს.

"ოცნება" დღითიდღე სულ უფრო კომიკური ხდება, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ყველა ხედავს, რომ აქ საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და სწორედ ამას არ პატიობს მას ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი". - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

დღეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მისი განმარტებით,  ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის პასუხი მხოლოდ ვლადიმირ პუტინს ეხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×