
"ოცნებამ" დანიშნა თავისთვის ახალი მტერი, ზურაბიშვილი აარჩიეს ასეთ ფიგურად - ასე ეხმაურება თამარ კორძაია "ოცნების" ახალ იერიშს საქართველოს პრეზიდენტზე.
კორძაია მმართველ გუნდს ურჩევს, პრეზიდენტის წინააღმდეგ დეზინფორმაცია შეწყვიტონ.
"ქართულმა ოცნებამ" დანიშნა თავისთვის ახალი მტერი. ეს მისი სტილია. თუ არ ჰყავს მტერი, მან უნდა გამოიგონოს და სალომე ზურაბიშვილი აარჩიეს ასეთ ფიგურად. იმიტომ, რომ რეალურად, ამ ევროინტეგრაციის გზაზე, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამიტომ, მე შევახსენებ "ქართულ ოცნებას", დეზინფორმაციის და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ, ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა, ნომერ პირველ პრიორიტეტად დაგვისახეს ევროპელებმა, ამიტომ, ჯობია შეწყვიტონ". - ამბობს თამარ კორძაია.
დღეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მისი განმარტებით, ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის პასუხი