რეზონანსი
14.11.2023

"ხალხის ძალა" მორიგ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილზე წერს, სადაც პრეზიდენტი მწვავედ არის გაკრიტიკებული უნებართვო ვიზიტების და ჩინეთის ლიდერთან მიმართებით გაკეთებული განცხადებების გამო. 

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას.

"ჩვენი დღევანდელი განცხადებით, გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. როგორც ჩანს, მას არაფრად არ მიაჩნია ის გარემოება, რომ კონსტიტუცია ქვეყანაში არ უნდა დაირღვეს, კანონი რომ უზენაესი უნდა იყოს და თვალთმაქცურად, ხალხს უმტკიცებს, რომ ვითომ ევროპისკენ მიისწრაფვის და ევროპაში ინტეგრაციას ემსახურება მისი ქმედებები, რაც არის საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრა და რაც არის უტიფარი ტყუილი მისი მხრიდან. იგი ჩვენი მხრიდან უკვე მოკლებულია ყოველგვარ ლეგიტიმაციას და ვისი სახელით დადის საზღვარგარეთ არ ვიცი," - აცხადებს ეკა სეფაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×