რეზონანსი
15.11.2023

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში მეგობრობის გამზირზე. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, ქორწილის ესკორტის ავტომობილი, "მერსედესის" მარკის Maybach-ის მოდელი, რომელშიც ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა, ქვეითს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ძვირადღირებული ავტომობილი ევაკუატორმა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. წყვილს ქორწილში ალტერნატიული ავტომობილით მოუწია წასვლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×